აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნას, დიდი ბრიტანეთიც უერთდება. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შესაბამისი წინადადება უკვე დარეგისტრირებულია. მიმდინარე მოვლენებს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი აფასებს. „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დიპლომატი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და მათ პოლიტიკურ ქმედებებს, ანტიდემოკრატიულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები იმედოვნებენ, რომ სანქციები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. „ქართულ ოცნებაში“ კი, აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილება, ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებს ქმნის.