საქართველოში მიმდინარე მოვლენები, კრიზისიდან გამოსვლის გზები და „ქართული ოცნების“ ქმედებების საპასუხოდ ამოქმედებული სანქცირები - ყველა ამ თემაზე შესაბამისი კომენტარი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან, მიხაელ როთისგან მივიღეთ. „პალიტრანიუსისთვის“ მოცემულ ინტერვიუში გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ შეაფასა უწყვეტი პროტესტის 50 დღე და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებით საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისთვის ურყევად და გაბედულად იბრძვიან. გარდა ამისა, გერმანელი დიპლომატი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოწოდებითაც გამოდის. აღსანიშნავია, რომ ეს გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლის ამპლუაში მიხაელ როთისთვის საქართველოში განხორციელებული ბოლო ვიზიტი იქნება. რა აქვს სათქმელი გერმანელ დიპლომატს საქართველოს მოქალაქეებისთვის