ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მესამე დღე დასრულებულია - ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია შემაჯამებელ შეხვედრის ფარგლებში, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. გარდა ამისა, დღეს დელეგაციამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ოპოზიციონერ ლიდერებთანაც იმსჯელა. ამავე საკითხებზე სასაუბროდ, ევროპელი დიპლომატები სახლში ესტუმრნენ გიორგი გახარიას, რომელსაც 15 იანვარს ბათუმში „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმოამდგენლები ასევე აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებსაც შეხვდნენ.