ჩეხეთის საგარეო უწყება - შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია - Palitra News

ჩეხეთის საგარეო უწყება - შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია

2025-01-16 18:09:04+04:00

შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.