ექსპრემიერის გუნდი სასტუმრო „შერატონი ბათუმისგან “ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ოფიციალურად ითხოვს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მიიჩვენ, რომ მათი გუნდის ლიდერზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ქართული ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს და პროპაგანდისტული ინსტრუმენტებით ცდილობს საზოგადოებაში მათ მსხვერპლად და დაზარალებულად გასაღებას. პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდემტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას სოლიდარობას უცხადევენ ოპოზიციონერი კოლეგები. ისინი მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას წინააღმდეგ საკუთარ მუქარას ასრულებს. ამის საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც „უმძიმესი მუხლია“. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.