ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მესამე დღე - თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა ქართულ მხარესთან დილიდან შეხვედრებს მართავენ. საქართველოში არჩევნების შემდგომ მიმდინარე პროცესებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ დღეს ოპოზიციონერ ლიდერებთან იმსჯელა. ამავე საკითხებზე სასაუბროდ , როგორც ცნობილია,თანამომსენებლები სახლში ეწვივნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც 15 იანვარს ბათუმში თავს დაესხნენ. დღის მეორე ნახევარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეფასებებს ქართული ოცნების ლიდერისგან ირაკლი კობახიძისგან მოისმენს.