აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშილისთვის დაწესებული სანქციების შემდგომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დეპუტატებიც გამოდიან - Palitra News

აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშილისთვის დაწესებული სანქციების შემდგომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დეპუტატებიც გამოდიან

2025-01-16 15:46:49+04:00

აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშილისთვის დაწესებული სანქციების შემდგომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირების მოთხოვნით დიდი ბრიტანეთის დეპუტატებიც გამოდიან. გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში უკვე შევიდა წინადადება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. მიზეზად ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება სახელდება. ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართ საკუთარი კრიტიკა არ დაუმალავს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. დევიდ მაკალისტერი „ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ “ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოს მთავრობას, რომელიც მისი შეფასებით, რუსული მეთოდებით მოქმედებს.