ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით სენატორი მხარდაჭერას უცხადებს პროტესტს რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ აშშ-ი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს რათა, ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. „შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს და აუცილებლად გავათავისუფლებთ პოლიტპატიმრებს! - განაცხადა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა.