საქართველოში მიმდინარე პროცესები, კრიზისიდან გამოსვლის გზები და „ქართული ოცნების“ ქმედებების საპასუხოდ მიღებული სანქცირების პოლიტიკა - ყველა ამ თემაზე შეფასებები გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან , მიხაილ როთისგან მივიღეთ. "პალიტრანიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ შეაფასა უწყვეტი პროტესტის 50 დღე და განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებით საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ევროპული კურსისთვის ურყევად და გაბედულად იბრძვიან. მიხაილ როთი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოწოდებით გამოდის. ეს გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლის ამპლუაში მიხეილ როთის საქართველოში განხორციელებული ბოლო ვიზიტია. რა აქვს სათქმელი გერმანელ დიპლომატს საქართველოს მოქალაქეებისთვის.