საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8 მილიარდ 588 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც დღევანდელი კურსით 24 მილიარდ 106 მილიონი ლარია. დოლარში, გასული წლის ვალის მოცულობის მაჩვენებლი მართალია 316 მლნ დოლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ ლარშია გაზრდილი გაცვლითი კურსის ცვლილებისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, დაახლოებით 150 მილიონი ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით,
უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8 მილიარდ 237 მილიონი დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6 მილიარდ 255 მილიონი დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1 მილიარდ 481 მილიონი დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 351 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ამასთან, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს, შემდეგ მოდიან საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ავსტრია და ქუვეითი.