გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა. 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ ჯამში 7 368 149 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ჯამში 7 072 220 ვიზიტი შედგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს, ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი მოგზაური როგორც უკვე გითხარით რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა. ასევე 43%-იანი ზრდა იყო ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ, თითქმის 10%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა აზერბაიჯანიდან.