თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი ბრალდებულის, 20 წლის მათე დევიძის და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურის წინასასამართლო პროცესები გაიმართება. ორივე მათგანს ნოემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. პარალელურად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ანატოლი გიგაურის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ძალის გადამეტებაზე გამოძიებაა დაწყებული, ვინაიდან ბრალდებულის თქმით, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუ რა ეტაპზეა საქმეები და და რა იგეგმება დღევანდელ სასამართლო პროცესებზე.