ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მესამე დღე ოპოზიციასთან შეხვედრით განაახლა. თანამომხსენებლებმა კლოდ კერნიმ და ედიტ ესტრელამ ოპოზიციონერი ლიდერებისგან მოისმინეს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ შეფასებები და ამჯერად მათთან ერთად იმსჯელეს შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზებზე. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, არცერთი დასჯილი პოლიციელი, რომლიც მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილეობდა და ხელახალი არჩევნები დანიშვნის აუცილებლობა - ყველა ამ საკითხზე ინფორმაცია ოპოზიციონერმა პილიტიკოსებმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას მიაწოდეს.