დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა - Palitra News

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა

2025-01-16 10:30:30+04:00

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს კიევს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კიევში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 100 წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ.

„უსაფრთხოების საკითხებში კავშირების გაღრმავებისა და მომავალი თაობებისთვის პარტნიორობის გასაძლიერებლად დიდი ბრიტანეთი და უკრაინა 100-წლიან პარტნიორობის შესახებ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ხელშეკრულება საზღვაო უსაფრთხოების სფეროში სამხედრო თანამშრომლობას განამტკიცებს, რათა ბალტიის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების გაძლიერება და მიმდინარე რუსული აგრესია შეჩერება მოხდეს“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს კიევში კირ სტარმერის პირველი ვიზიტია.