მხევლის წიგნი კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის დისტოპიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1985 წელს მწერლის სამშობლოში, ინგლისურ ენაზე გამოიცა.
ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს ახლო მომავალში, ახალ ინგლისში, პატრიარქალურ, ტოტალიტარულ სახელმწიფოში, გილეადის რესპუბლიკაში. მთავარი პერსონაჟია ქალი სახელად ფრედისაა, იგი მხევალთა კასტას მიეკუთვნება, რომელთაც მამაკაცებისთვის გილეადის მმართველი კლასისთვის ბავშვების გაჩენა ევალებათ.
რომანი იკვლევს ქალთა დაქვემდებარებას პატრიარქალურ საზოგადოებაში, ქალების გავლენისა და ინდივიდუალობის დაკარგვას, ქალთა რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვას და ასევე იმ სხვადასხვა საშუალებებს, რომლითაც ქალები წინააღმდეგობის გაწევას და ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ.
მარგარეტ ეტვუდი დაიბადა კანადაში , კარლ ედმუნდ და მარგარეტ დოროთი ეტვუდების ოჯახში. ის ადრეული ასაკიდანვე გაიტაცა ლიტერატურამ. იგი აქტიურად კითხულობდა ზღაპრებს, კანადურ მოთხრობებს ცხოველებზე და კომიქსებს. სკოლაში მარგარეტი შედარებით გვიან, 12 წლის ასაკში შევიდა. სწავლობდა ლისაიდის სკოლაში, რომელიც 1957 წელს დაასრულა.
სკოლის შემდეგ მარგარეტმა სწავლა ტორონტოს უნივერსიტეტის ვიქტორიას კოლეჯში განაგრძო. ამ პერიოდში გამოქვეყნდა მისი რამდენიმე ლექსი და სტატია უნივერსიტეტის ჟურნალ Acta Victoriana-ში.
ეტვუდმა აღიარება მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზევე მოიპოვა. 1961 წელს იგი დაჯილდოვდა E. J. Pratt-ის სახელობის მედლით, ლექსების კრებულისათვის Double Persephone, 1966 წელს კი კრებულმა The Circle Game გენერალ-გუბერნატორის პრემია მოიპოვა.
70-იან წლებში ეტვუდმა მყარი რეპუტაცია დაიმკვიდრა კანადის ლიტერატურულ წრეებში, პოეტური კრებულებით, რომანებით "შეგნება" , "ქალბატონი ორაკული" , "სიცოცხლე კაცის გაჩენამდე" და სხვები. მწერალს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა "მხევლის წიგნი" . წიგნმა ზედიზედ მოიპოვა ართურ კლარკისა და გენერალ-გუბერნატორის პრემიები და ორჯერ იქნა ეკრანიზებული.
მწერლის შემოქმედება მოიცავს 18 რომანს, 18 პოეტურ კრებულს, 9 მოთხრობების კრებულს, 11 არამხატვრულ ნაშრომს, 8 საბავშვო წიგნისა და ორ გრაფიკული რომანს. ეტვუდის მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზეც.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.