ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.მისი თქმით, ეს არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლისა და ირანის დასუსტების, არამედ ამერიკული დიპლომატიის დაუღალავი შრომის შედეგია. აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება; მეორე ფაზა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს მოიცავს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება; მესამე, ანუ საბოლოო ფაზა კი ღაზის რეკონსტრუქციის გეგმას შეეხება.