უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დამთავრების ან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა რუსეთის მიმართ ევროპის მეტ სიმკაცრეზეა დამოკიდებული.კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის 2025 წელს დასრულება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის მსგავს სურვილს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან გრძნობს. უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ რუსეთს აშშ-ის, ჩინეთის და გაერთიანებული ევროპის ეშინია. ევროპას უკრაინის არმიის გარეშე რუსეთის ჯართან გამკლავება არ შეუძლია, რადგან რუსული არმიას უფრო დიდი რესურსი აქვს. ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა იყოს სამჯერ უფრო პრაგმატული და გაზარდოს იარაღის წარმოება როგორც უკრაინისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, რათა პუტინს გაუსწროს.