ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი აღმოჩნდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა.არაბი დიპლომატის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. შეთანხმების დეტალები კატარის პრემიერ-მინისტრის დოჰაში გამართულ პრესკონფერენციას გახდება ცნობილი.