პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ბათუმში სასტუმრო შერატონში ოპოზიციონერ ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. ოპოზიციის შეფასებით, ბათუმში მომხდარი თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან დევნის და დაშინების კიდევ ერთ-ერთი ფაქტია. ისინი ამ ფონზე კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ყველა იმ პოლიტპატიმრის გამოშვებას მოითხოვენ, ვინც აქციების დროს დააკავეს. გიორგი გახარიაზე თავდასხმას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ძალადობრივი დაპირისპირება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა დაიწყო, რაც უპასუხოდ არ დარჩა.