გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა სალომე ზურაბიშილსა და გერმანელ დიპლომატ მიხაელ როთს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, თუ როგორ შეიძლება დაიძლოს საქართველოში არსებული ორმაგი კრიზისი - ქვეყნის შიგნით, ასევე გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან ურთიერთობაში. „მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია დარჩება საქართველოს სანდო მეგობრად" - წერს პიტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.