საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ბრიფინგი გაიმართა. პროკურატურის განცხადებით სავარაუდო სისტემური დარღვევა შეუძლებელია და მოქალაქეებს, რომლებიც სავარაუდო დარღვევებზე მიუთითებდნენ, ჰქონდათ შესაძლებლობა მიეწოდებინათ შესაბამისი მასალები. მათი განცხადებით სასამართლოში დაკითხვისას მოწმეების უმრავლესობამ ვერ წარადგინა დამაკმაყოფილებელი მტკიცებულებები და დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 400-მდე ფიზიკური პირი. პროკურატურა მოუწოდებს ყველას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევების დეტალურ შესწავლას აგრძელებს.