საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა - მოსამართლეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და პროკურატურის თანამშრომლების სანქცირება - ეს იმ საკითხის ნაწილია, რომლებზედაც დღეს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ოპოზიციის წარმომადეგნლებმა იმსჯელეს. "ქართული ოცნების" ოპონენტები მათ შორის მსჯელობენ საკითხზე, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის შემთხვევაში კენჭისყრა ელექტრონული მეთოდით თუ ტრადიციული სტილით ჩატარდეს. დღეს პოლიტიკური პარტიებს შორის კიდევ ერთი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელსაც შესაძლოა სხვადასხვა სფეროს ექსპერტებიც დაესწრონ.