საქართველოში მასშტაბური გაფიცვიდან წუთების ათვლა დაიწყო - 18 საათამდე 500 მდე კომპანია ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს - Palitra News

საქართველოში მასშტაბური გაფიცვიდან წუთების ათვლა დაიწყო - 18 საათამდე 500 მდე კომპანია ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს

2025-01-15 15:27:53+04:00

საქართველოში მასშტაბური გაფიცვიდან წუთების ათვლა დაიწყო. 18 საათამდე 500 მდე კომპანია ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს. გაფიცვას უერთდება ბიზნესის ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ელოდება. გაფიცვის მოთხოვნები იდენტურია იმ მოთხოვნებისა, რომლებსაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 49 დღეა უწყვეტად აჟღერებენ. იდეის ავტორები გაფიცულებს მოუწოდებენ, დაკეტონ კარი, დადგნენ სამუშაო ადგილის წინ და იქონიონ დროშები, ტრანსპარანტები წარწერებით „გავიფიცე“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ . ისინი კი, ვინც ოფისებიდან არ მუშაობენ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, იქიდან კი ტრადიციულად, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.