სამხრეთ კორეის იმპიჩმენტირებული პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი გამომძიებლებმა მეორე მცდელობის შემდეგ დააკავეს.მანამდე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციასა და პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მხარდამჭერები რეზიდენციასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც სამართალდამცავები იუნ სოკ იოლის დასაკავებლად მივიდნენ. პოლიციამ პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი განალაგა. იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ პოლიციას იუნ სუკ იოლის დაკავების საშუალებას არ მისცემდნენ. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა იუნ სუკ იოლის დაკავება რამდენიმე დღის წინაც სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც სასამართლომ დაკავების ორდერის ვადა გაახანგრძლივა.