აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განსახორციელებლად მზად არის. მისი თქმით, სხვადასხვა მომენტში, სხვადასხვა მხარემ ან მოვლენამ შეთანხმების დასრულება გაართულა. ბლინკენის განმარტებით, თუ „ჰამასი“ დათანხმდება შეთანხმების მიღწევა მოხდება. პარალელურად, თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტმა გზა გადაკეტა. აქციის ორგანიზატორთა ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი რამდენიმე წარმომადგენელი იერუსალიმში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ, რომ ჰასმასის მიერ ბოლო მძევლის დაბრუნებამდე გამარჯვება არ იქნება.