რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრიანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა. რაკეტები ხარკოვის ოლქის სამხრეთით, ასევე სუმის ოლქში და უკრაინის სხვა ტერიტორიაზეც დაფიქსირდა. სამხედროებმა ჩერნიგოვის რაიონის ქალაქ პრილუკის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.