გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა, რის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა, რის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

2025-01-15 11:51:27+04:00

გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.