15 იანვარს, 15 საათზე მთელს საქართველოში მასშტაბური გაფიცვაა დაანონსებული - Palitra News

15 იანვარს, 15 საათზე მთელს საქართველოში მასშტაბური გაფიცვაა დაანონსებული

2025-01-15 09:21:11+04:00

15 იანვარს, 15 საათზე მთელს საქართველოში მასშტაბური გაფიცვაა დაანონსებული. 3 საათის განმავლობაში ბიზნესის ნაწილი მუშაობას დროებით შეწყვეტს. გაფიცვას უერთდებიან ის კომპანიები, რომლებიც ფიქრობენ რომ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ელოდება. გაფიცვაში მონაწილეობა უკვე დაანონსა მასწავლებლების, არქიტექტორების, სტუდებტების, და ფარმაცევტების ნაწილმა. გაფიცვის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.