„ინტერპრესნიუსი“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს! - Palitra News

„ინტერპრესნიუსი“ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!

2025-01-14 17:38:29+04:00

„ინტერპრესნიუსი“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს!

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე საათით მუშაობას წყვეტს.

უფრო კონკრეტულად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საპროტესტოდ, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მუშაობას აჩერებენ ტელევიზიებისა და ონლაინ მედიის ნაწილი.

ამ პერიოდის განმავლობაში, გაფიცვაში ჩართული მედიასაშუალებების ტელეეკრანებსა და ვებ-გვერდებზე განთავსებული იქნება შავი ფონი, წარწერით: „ასეთი იქნება ქვეყანა კრიტიკული მედიის გარეშე. სოლიდარობა მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს! ჩვენ გავიფიცეთ!”