ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. რომანოს განცხადებით, ტრანსფერის თაობაზე კლუბებს შორის შეთანხმება უკვე შედგა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. როგორც რომანო წერს, ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი ახალ გუნდს დაახლოებით 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ რიგებს 2022 წელს შეუერთდა. იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში კვარაცხელიამ 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.