ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. მედიის წარმომადგენლებმა მათ „ივანიშვილის მონები“ და „რუსები“ უწოდეს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100-ი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.