გასულ წელს ექსპორტი 7.8%-ით, იმპორტი კი 8.1%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. როგორც დათვლილი მონაცემებიდან ირკვევა, გასულ წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23 მილიარდ 429 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 16 მილიარდ 868 მილიონი დოლარი. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10 მილიარდ 308 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44 პროცენტია.