„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. თინა ხიდაშელის განცხადებით, მსჯელობის მთავარი თემა საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მექანიზმების ამოქმედებაა, მესამე სექტორის შეფასებით კი, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე წინასწარი გეგმა არსებობდეს. როგორ აპირებენ როგორც პარტიები, ისე სამოქალაქო საზოგადოება შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებას.