ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადა, რომ ვერ შესრულდა პუტინის გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკრაინას ხელში ჩაიგდებდა. ბაიდენი ამბობს, რომ ის ერთერთი ადამიანია, რომელიც კიევის ცენტრში იდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინმა უკრაინის დედაქალაქის დაპყრობა ვერ შეძლო. მისივე თქმით, დღეს უკრაინას ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს. ბაიდენი აქვე განმარტავს, რომ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლის დასაცავად მან მომავალი ადმინისტრაციისთვის საფუძველი შექმნა.