ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარსულში პუტინი ომების დაწყებით იმუქრებოდა და შედეგად მან საქართველოსა და უკრაინაში ძალადობრივი ქმედებები განახორციელა. მისი თქმით, თუ პუტინი უკრაინის დამარცხებას შეძლებს მშვიდობა არ მიიღწევა. რუტე ამბობს, რომ ევროპისა და ზოგადად გლობალური უსაფრთხოების მომავალი უკრაინაში ომის შედეგზეა დამოკიდებული. ის აქვე განმარტავს, რომ პრიორიტეტულია რუსეთ-უკრაინის ომი დროულად დასრულდეს, თუმცა ეს მშვიდობა ხანგრძლივი უნდა იყოს.