უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური ჯარების განთავსების საკითხი განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტი “ტელეგრამ” არხზე იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და კურსკის ოპერაციაში უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატება. ზელენსკიმ საფრანგეთს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეებთან მშვიდობის მისაღწევად და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების შემუშავებისთვის ითანამშრომლონ.