ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს - Palitra News

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს

2025-01-14 10:00:45+04:00

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს. პაკეტი უკრაინელ ლტოლვილებსა და მოლდოველ მასპინძლებს შეეხება. ის ფინანსურ მხარდაჭერას, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობასა და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს. ახალი პაკეტიდან 140 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის გამოიყოფა. დაფინანსება გადაუდებელი დახმარებისკენ, მათ შორის საკვების, თავშესაფრისა და ჯანდაცვის უზრუნველყოფისკენ იქნება მიმართული. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე, ომით მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებაა. 8 მილიონი ევრო კი მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის გამოიყოფა.