რესტორან “ბაბილოსთან” გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული შალვა მაღრაძის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა. ადვოკატმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილეს. ადვოკატსა და მოსამართლე - ლელა მილდენბერგერს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გუჯა ავსაჯანიშვილმა მოწმეების დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ მოსამართლე უკანონოდ და არასამართლიანად მოქმედებს და პროცესი დატოვა, რაზეც 300 ლარის ოდენობით დააჯარიმეს. ასევე დააჯარიმეს ბრალდებულის მეორე ადვოკატი - ლაშა ტყეშელაძე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ შალვა მაღრაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.