საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები სტუმრობენ. ისინი შეხვედრებს სავარაუდოდ, სხხვადასხვა პოლიტიკურ მხარესთან გამართავენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან დელეგაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგს ჩაატარებს. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ არცერთი საერთაშორისო ვიზიტი არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია ენიჭება.