თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ვლადიმერ ხუჭუა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეების კორპორატიულ წვეულებას. მისი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ფონზე, წვეულების ჩატარების დრო ნამდვილად არ იყო. ვლადიმერ ხუჭუა წვეულებაზე მიწვეული არ ყოფილა, თუმცა როგორც, თავად ამბობს, სხვა შემთხვევაში ის არც წავიდოდა. შეგახსენებთ, ვლადიმერ ხუჭუამ ნოემბერში არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა. ამის გამო ის „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.