ზუგდიდში აქციაზე აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს - Palitra News

ზუგდიდში აქციაზე აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს

2025-01-13 23:34:11+04:00

ზუგდიდში პოლიციამ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მარიამ სიჭინავას დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მან ფოიერვერკი ისროლა.