ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრასთან დაკავშირებით ფიცოს მოწოდებაზე - კარგი, პარასკევს კიევში ჩამოდი - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრასთან დაკავშირებით ფიცოს მოწოდებაზე - კარგი, პარასკევს კიევში ჩამოდი

2025-01-13 21:09:45+04:00

პარასკევს კიევში ჩამოდი, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრის გამართვის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოწოდებას.

„კარგი. პარასკევს კიევში ჩამოდი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ცნობისთვის, დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერების საკითხზე მოლაპარაკებების მიზნით შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა. რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს შესთავაზა.