The Guardian-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კატარმა ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების შეთანხმების საბოლოო პროექტი გადასცა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოლაპარაკებებში მომხდარი „გარღვევის“ შემდეგ მოხდა, რომელსაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოლაპარაკებებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირებიც მონაწილეობდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის 20 იანვრამდე შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს.