ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს. დახმარება ფოკუსირებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოველი მასპინძელი თემების დახმარებაზე იქნება, რაც ფინანსურ მხარდაჭერას, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს. ახალი პაკეტიდან 140 მილიონი ევრო უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის გამოიყოფა. დაფინანსება გადაუდებელი დახმარებისკენ, მათ შორის საკვების, თავშესაფრისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფისკენ მიიმართება. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე, ომით მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებაა. ამასთან, რვა მილიონი ევრო მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის გამოიყოფა.