იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, წინასწარი შეფასებით, 6.9 მაგნიტუდა იყო. - Palitra News

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, წინასწარი შეფასებით, 6.9 მაგნიტუდა იყო.

2025-01-13 20:41:41+04:00

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთში მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც, წინასწარი შეფასებით, 6.9 მაგნიტუდა იყო. ინფორმაციას Associated Press-ი იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურაში იყო. მიაძაკისა და კოჩის პრეფექტურებისთვის ცუნამის გაფრთხილება გაიცა. ამ დროისთვის, დაშავებულების, ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.