კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თანაგუნდელებთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. მისი ინფორმაციით, „ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე ვაშინგტონში შეხვედრა უპირველესად, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს. ხაზარაძე ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სხვა , არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორებთან სენატიდან, კონგრესიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურებიდან. „ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს - საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება!,“ - წერს მამუკა ხაზარაძე.