“სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, ბოლო პერიოდის დაკავებებზე, საჯარო სექტორში რეპრესიულ ქმედებებსა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე ბრიფინგი გამართა. მათ ყურადღება იმ კონკრეტულ საქმეებზე გაამახვილეს, რომლებიც საპროტესტო აქციების პერიოდში ხდებოდა. აღნიშნეს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შესამაბამისი დოკუმენტაცია შეადგინა და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ მოხელეებს იურიდიულ დახმარებასაც გაუწევენ. როგორც ამბობენ, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომების მონიტორინგს გააგრძელებენ.