სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ორბელიანების სასახლის დატოვების შემდგომ რეგიონულ ტურნეს მართავს და ამავე დროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული, ყურადღების ცენტრშია. საკითხი ახლა ასე დგას - შექმნის თუ არა საქართველოს რიგით მეხუთე პრეზდენტი ახალ პოლიტიკურ პარტიას, რისი ეჭვიც ქართული ოცნების ლიდერებს აქვთ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდებიან და ვითარების შესაბამისად იმოქმედებენ. როგორია საკითხე პოლიტიკური შეფასებები, დეტალებს ეკა უშხვანი გაგვაცნობს.