14 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ეწვევიან. ინფორმაციას თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს და აქვე განმარტავს, რომ კლოდ კერნისა და ედიტე ესტრელას საქართველოში ჩამოსვლა რეგულარული მონიტორინგის ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც როგორც რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდაჭერა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქართული ოცნების ლიდერების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებს და ბოლო პერიოდში აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებსაც შეხვდებიან. ქართულ ოცნებაში დელეგაციის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებენ და არ გამორიცხვენ რომ შეხვედრაზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე იყოს საუბრი. რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში რომლებიც აცხადებენ რომ ე.წ რუსულ კანონზე რაიმე სახის საუბარი ამ ეტაპზე არარელევანტურია.