გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებს შორის საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებს შეეხებოდა, იმ ქმედებებს, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ქვეყნის გარეთ "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლის გაძლიერებას უკავშირდება. შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა გერმანელმა დიპლომატმაც. მიხაელ როთი კვლავ საქართველოში ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოწოდებით გამოდის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას“ შორის კონფლიქტად მოიხსენიებს. ცარო კირვალიძე გვიერთდება ღია ეთერში. ცარო გაგვაცანი ოპოზიციასა და გერმანელ დიპლომატშორის შემდგარი შეხვედრის დეტალები